მედიის ხარისხის კონტროლი

მედიის ხარისხის კონტროლი
ზოგიერთი ადამიანისათვის ტერმინებს ,,მორალი” და ,,ეთიკა” არასასიამოვნო კონოტაცია აქვთ. ეს ტერმინები მათში ქადაგებების, ფილოსოფიის გაკვეთილების, ბოისკაუტებს და ტოტალიტარული რეჟიმების ,,მორალური წესების” ასოციაციებს აღძრავს. ,,მორალი” და ,,ეთიკა” ძირითადად არარელევანტურად გამოიყურება ისეთ სამყაროში, სადაც უმკაცრესი კონკურენციის პირობებში მედია თანდათან უფრო კომერციული ხდება. ,,ხარისხის კონტროლი”, რომელიც აქამდე მედია სამყაროში ნაკლებად იხმარებოდა, საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. კერძოდ: პერსონალურ ეთიკას, მედია ეთიკას და მენეჯმენტის მხრიდან ნებისმიერ ინიციატივას - უკეთ ემსახუროს საზოგადოებას. ,,ხარისხის კონტროლის” უპირატესობას ძირითადად განსაზღვრავს ის, რომ იგი ნეიტრალურია და სოციალური კომუნიკაციის ყველა პროტაგონისტის დაკმაყოფილება შეუძლია. მედიის მომხმარებლისათვის ეს კარგ მომსახურებას ნიშნავს. ჟურნალისტებისათვის კი - უკეთეს პროდუქციას, სანდოობის მაღალ ხარისხსა და პრესტიჟს. მესაკუთრეებში ,,ხარისხის კონტროლი” იაპონური ბიზნეს წარმატების და შესაბამისად მოგების ასოციაციას იწვევს.19 დაბოლოს, ის უფრო ქმედებებზეა ორიენტირებული, ვიდრე უბრალოდ თეორიაზე.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Смотреть что такое "მედიის ხარისხის კონტროლი" в других словарях:

  • მედიის ეთიკა — • ადგენს იმ ნორმებს, რომელიც შესაძლებელს გახდის ფაქტების და ინფორმაციის მიმართ მედიის წარმომადგენელთა პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას. მედიის ეთიკა განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მედიის საშუალებათა წარმომადგენლების მხრიდან ფაქტების… …   Georgian encyclopedia

  • მედიის ანგარიშვალდებულების სისტემა — ცნება გულისხმობს ნებისმიერ არასახელმწიფო საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების წინაშე მედიის პასუხისმგებლობას. იმის გამო, რომ ხსენებული ცნება გლობალურია, ის საკმაოდ ბუნდოვანია. ის მოიცავს ცალკეულ პირებს და ჯგუფებს, რეგულარულ შეხვედრებს …   Georgian encyclopedia

  • მედიის ფუნქციები — იმისათვის, რომ განსაჯოთ, თუ რამდენად კარგად ემსახურება მედია საზოგადოებას, საჭიროა ვიცოდეთ, თუ სავარაუდოდ, რა მომსახურებით უზრუნველყოფს მედია საზოგადოებას. შესაძლოა, გამოვყოთ მედიის დაახლოებით ექვსი ფუნქცია. ყოველ კატეგორიას შეესაბამება… …   Georgian encyclopedia

  • მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მოდელი — კონცეფცია, რომელიც ადამიანური ბუნების უფრო რეალისტური აღქმის შედეგად წარმოიშვა, ლიბერალური მოდელის გაცილებით ფართო გაგებას გულისხმობს. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ცნება პირველად გამოიყენა შეერთებულ შტატებში არსებულმა პრესის თავისუფლების… …   Georgian encyclopedia

  • მედიის ტიპები — (მასობრივი) მედიუმი არის სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სამრეწველო სუბიექტი, რომელიც ერთი და იმავე გზავნილს ერთდროულად სხვადასხვა ინდივიდთა ფართო ჯგუფს გადასცემს. ამ დეფინიციაში არ შედის ტელეფონი, საზოგადოებრივი აზრის კვლევა და… …   Georgian encyclopedia

  • მედიის დასავლური მემკვიდრეობა — დასავლეთ ევროპაში ჟურნალისტიკა რენესანსსა და ფრანგულ რევოლუციას შორის შუალედში წარმოიშვა და განვითარდა. იგი გაჟღენთილი იყო რეფორმაციის ღირებულებებით, განსაკუთრებით კი ინდივიდუალიზმით, პირადი პასუხისმგებლობის გრძნობით, მოწოდების შესატყვისად… …   Georgian encyclopedia

  • მედიასთან დაკავშირებული ასოციაციები — „ხარისხის კონტროლის” ფუნქციას, ცალკეულ შემთხვევებში თუ რეგულარულად მედიასთან დაკავშირებული ჯგუფები ახორციელებენ, მაგალითად, კავშირები (როგორიცაა SNJ ,,ჟურნალისტთა ეროვნული სინდიკატი” საფრანგეთში), ან გილდიის ტიპის ასოციაციები ამერიკის შეერთებულ… …   Georgian encyclopedia

  • პრესის საბჭო — • უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში პრესის საბჭო არის ნებაყოფლობითი, სამი სუბიექტის (მესაკუთრეები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები) მონაწილეობით შექმნილი ორგანო, რომლის მიზანია:დაიცვას პრესის თავისუფლება;განიხილოს მედიის წინააღმდეგ შემოსული …   Georgian encyclopedia

  • მედია — • მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება თბ., 2006. • მთლიანობაში მედია შეიძლება… …   Georgian encyclopedia

  • პრესის თავისუფლება — • დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება, ვინაიდან პრესის თავისუფლება საზოგადოებრივი აზრის გამოვლენისა, და ფორმირების საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად, პოლიტიკური დებატები დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. პრესას… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»